ჩვენ გვჯერა, რომ კარგი ამბები ყოველთვის ხდებოდა, ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება. ხშირად, ნეგატიური ინფორმაციის უწყვეტ ნაკადში, ეს პოზიტიური მოვლენები შეუმჩნეველი რჩება და იქმნება მცდარი განცდა, რომ სამყაროში მხოლოდ უარყოფითი ამბებია. 🤞🏻 

🦋 „კარგი ამბები“ არის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი განწყობა, გააჩინოს ახალი კარგი იდეები და გააძლიეროს რწმენა უკეთესი მომავლის მიმართ. სწორედ ამიტომ შეიქმნა kargiambebi.ge — ღია პლატფორმა, რომელიც თქვენთან ერთად აგროვებს კარგ ამბებს მთელი მსოფლიოდან და უზიარებს ქართველ მკითხველს.

სიტყვას აქვს ძალა — მას შეუძლია შეცვალოს განწყობა, გააჩინოს იმედი და ადამიანს კეთილი საქმეებისკენ უბიძგოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ პოზიტიურ სიტყვასა და კარგ ამბებშია ის ენერგია, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის.
როგორც ერთგან ნათქვამია:

“რა კაცია ის, ვინც არ ცდილობს სამყარო უკეთესი გახადოს?” 🤴


რას ნიშნავს „ღია პლატფორმა“❓

kargiambebi.ge არის სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს კარგი ამბების გამავრცელებელი.
გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია, შექმენით თქვენი ანგარიში და შემოუერთდით ჩვენს საზოგადოებას. რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შეძლებთ საკუთარი კარგი ამბების გამოქვეყნებას სპეციალური ფორმის საშუალებით. ✅