რა არის დიდი სიკეთის კვირეული? ბრწყინვალე იდეა

3 ნახვა
4 წუთი
დიდი სიკეთის კვირეული ბავშვებისთვის

დღეს, როცა განათლება მხოლოდ აკადემიურ შედეგებს აღარ მოიცავს, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ადამიანობა, თანაგრძნობა და პასუხისმგებლობა?
სწორედ ამ კითხვაზე პასუხობს The Great Kindness Challenge(დიდი სიკეთის კვირეული) — გლობალური ინიციატივა, რომელიც სკოლების დახმარებით სიკეთეს ერთჯერადი აქტის ნაცვლად გეგმიურ და ყოველდღიურ ჩვევად აქცევს.

რა არის დიდი სიკეთის კვირეული?

ეს არის ერთკვირიანი საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ბავშვებს, მასწავლებლებსა და ოჯახებს მოუწოდებს, ყოველდღიურად შეასრულონ პატარა, მაგრამ გულწრფელი კეთილი საქმეები.

მონაწილეები იღებენ სპეციალურ „სიკეთის სიებს“, რომელიც დაახლოებით 50 მარტივ ქმედებას მოიცავს, მათ შორის:

  • მეგობრის შექება
  • თანაკლასელის დახმარება
  • მასწავლებლისთვის მადლობის თქმა
  • ახალი ბავშვის ჩართვა თამაშში

იდეა მარტივია, მაგრამ ძლიერი: პატარა სიკეთეს შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ადამიანებსა და გარემოზე.


ინიციატივის მთავარი მიზანია ბავშვებში გააძლიეროს თანაგრძნობა და ემპათია, გუნდურობა, პირადი სოციალური ზრდა და სხვა მრავალი ადამიანური სიკეთე.
ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სიკეთე არ უნდა დარჩეს მხოლოდ ერთკვირიან აქტივობად — ის უნდა გადაიქცეს ცხოვრების წესად, როგორც სკოლაში, ისე ოჯახსა და ონლაინ სივრცეში.

დიდი სიკეთის კვირეული ბავშვებისთვის

როგორ ტარდება „დიდი სიკეთის კვირეული“ სკოლებში?

ინიციატივა ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა სკოლაში. მაგალითად, 2026 წლის 26–30 იანვარს, iLEAD Exploration-ის სკოლამ კვირეული გამართა თემით:
„აჩვენე შენი სიკეთე სხვას“.

კვირის განმავლობაში მოსწავლეები:

  • იღებენ ყოველდღიურ დავალებებს
  • აღწერენ ან აზიარებენ საკუთარ კეთილ საქმეებს
  • შთააგონებენ სხვებს საკუთარი მაგალითებით

ზოგ სკოლაში ეს პროცესი ფოტოებით მიმდინარეობს, ზოგან — ჩანაწერებით, ხოლო სხვაგან — კლასობრივი საერთო პროექტებით.

სად დაიწყო ინიციატივა და ვინ მონაწილეობს?

The Great Kindness Challenge შეიქმნა აშშ-ში, არასამთავრობო ორგანიზაციის — Kids for Peace — მიერ და დღეს უკვე:

  • ტარდება ათასობით სკოლაში
  • აერთიანებს მილიონობით მოსწავლეს
  • გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

პროგრამაში მონაწილეობენ:

ოჯახები, რომლებიც სახლში ერთვებიან „სიკეთის გამოწვევაში“

სახელმწიფო და კერძო სკოლები

ონლაინ და ჰიბრიდული სასწავლო პროგრამები

სიკეთეების სია — როგორ გამოიყურება პრაქტიკაში?

🎒 სკოლის ვარიანტი — მოსწავლეებისთვის

სკოლის ვერსია მოიცავს დაახლოებით 50 მარტივ ქმედებას, მაგალითად:

  • გაუღიმე გულწრფელად ადამიანს, ვისაც შეხვდები
  • დაჯექი სადილზე ახალ ჯგუფთან ერთად
  • ჩუმად ჩაუდე თბილი წერილი მეგობარს ჩანთაში
  • უთხარი კომპლიმენტი ხუთ ადამიანს
  • აიღე ნაგავი სკოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან

🏠 ოჯახის ვარიანტი — ოჯახებისთვის

ოჯახური ვერსია მთელი ოჯახის ჩართვას გულისხმობს:

  • ერთად ითამაშეთ ან დაკავდით რაიმე საერთო აქტივობით
  • დაურეკეთ და მოიკითხეთ ხანდაზმული ნათესავი ან ახლობელი
  • იზრუნეთ გარემოზე — იარეთ ფეხით ან ველოსიპედით

სიკეთის სია უფასოდ და ლეგალურად ვრცელდება სხვადასხვა ენაზე, რაც ინიციატივას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ქველმოქმედება და სხვისი დახმარება

სიკეთის კვირეული ბავშვებს ასევე აჩვენებს, რომ ქველმოქმედება ყოველდღიური პატარა ნაბიჯებიდან იწყება — დახმარება, მხარდაჭერა და ზრუნვა სხვის მიმართ. ამ ინიციატივის ფარგლებში ისინი აგროვებენ საკვებს და ტანსაცმელს, ეხმარებიან უსახლკარო ადამიანებს ქუჩაში და სწავლობენ, როგორ შეამჩნიონ სხვისი საჭიროებები და რეალურად იმოქმედონ.

რატომ არის “დიდი სიკეთის კვირეული” ასეთი მნიშვნელოვანი?

ის სკოლებს აძლევს საშუალებას, აკადემიურ განათლებასთან ერთად განავითარონ ემოციური განათლება, რომელიც მოიცავს:

  • პასუხისმგებლობას
  • ემოციურ ინტელექტს
  • სამოქალაქო ჩართულობას

ბავშვები სწავლობენ, რომ სიკეთე სისუსტე არ არის — ის არის ძალა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და გარემოს უკეთესს ხდის.

ბრწყინვალე ინიციატივა რომელიც საქართველოშიც გვჭირდება! 🇬🇪

დიდი სიკეთის კვირეული მართლაც ბრწყინვალე ინიციატივაა, რომელიც ამტკიცებს, რომ სკოლებს შეუძლიათ არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ღირებულებების ჩამოყალიბებაც. განსაკუთრებით დასაფასებელია ყველა ის სკოლა, მასწავლებელი და მოსწავლე, რომლებიც ამ პროგრამაში მონაწილეობენ და ყოველდღიური სიკეთით ქმნიან უკეთეს გარემოს ერთმანეთისთვის.
მსგავსი ინიციატივის დანერგვა ქართულ სკოლებშიც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯი იქნებოდა — ეს ხელს შეუწყობდა ბავშვებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას და ამაღელბას, ქველმოქმედების კულტურის განვითარებას და კიდევ ერთხელ დაგვანახებდა, რომ პატარა სიკეთეს დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია.

გაზიარება